ბუნებისმეტყველება
პროექტის განხორციელებას წინ უძღვოდა მოსამზადებელი სამუშაო. მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს, სკოლის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლებლებს, დირექციას გავაცანი პროექტის შესახებ, მოსწავლეებთან ერთად შევარჩიეთ ის ორგანიზაციები, რომლებიც უნდა ჩაგვერთო პროექტის მსვლელობაში. მოვინახილეთ ადგილობრივი პოლიკლინიკის თერაპევტი, გავაცანით ჩვენი ამოცანები და ვთხოვეთ დახმარებოდა მოსწავლეებს სათანადო რეკომენდაციებით, ასევე მოსწავლეთა ერთი ჯგუფი გაესაუბრა ქართული და არაქართული სექტორის ოცდაათამდე მასწავლებელს და და მათთან ინტერვიუების დახმარებით შეარჩიეს აზერბაიჯანული და ქართული პოპულარული კერძები, რომლის რეცეპტებიც უნდა შეგვეტანა ჩვენს წიგნში. პროექტის მსვლელობისას საკუთარი სურვილით შემოგვიერთდნენ ინგლისურის, ხატვის, მუსიკის და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები.