2016 წლის 20 თებერვალს სასტუმრო „რუმსში“ (10.30-18.00) სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა ჩაატარა საგანმანათლებლო კონფერენცია ,,კრიტიკული მედიაწიგნიერება - 2016“. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა მედიაწიგნიერების პროექტი ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით გახორციელა.
პროექტის ფარგლებში:
- ითარგმნა უცხოური ლიტერატურა;
- მომზადდა ტრენინგ-პროგრამა;
- ჩატარდა ტრენინგები;
- შეიქმნა მედიაწიგნიერების ვებპორტალი.
მნიშვნელოვან სიახლედ და მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს მედიაწიგნიერების ვებპორტალის შექმნა, რომელიც ღიაა მედიაწიგნიერების კომპეტენციის ფარგლებში შექმნილი სასწავლო რესურსების განთავსებისთვის. ვებპორტალზე, უცხოურ მასალებთან ერთად, უკვე ატვირთულია ქართველი მასწავლებლების მიერ მომზადებული ორიგინალური მეთოდური მასალები.
კონფერენციაზე მოხდა ვებპორტალის პრეზენტაცია და მასწავლებლებმა თავად წარადგინეს მედიაწიგნიერების პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქტები. კონფერენციის დამსწრეებს მიესალმა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა. კონფერენციას ესწრებოდნენ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენლები, მასწავლებლები თბილისიდან და რეგიონებიდან, სკოლის დირექტორები, განათლების სპეციალისტები. კონფერენცია გააშუქეს შემდეგმა სატელევიზიო არხებმა: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ტელეკომპანიები „იმედი“ და „პირველი“.
წარმოგიდგენთ კონფერენციის დღის წესრიგს.
იტალიური სკოლა "ცისკარის" პედაგოგების მიერ მომზადებული პრეზენტაციები.
თბილისის N 81 საჯარო სკოლის პედაგოგების მიერ მომზადებული პრეზენტაციები.
ქუთაისის N14 საჯარო სკოლის მიერ მომზადებული პრეზენტაციები.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პარტნიორი პედაგოგების მიერ მომზადებული პრეზენტაციები.