Resource:
Georgian
ჩრდილების თეატრის ხილვით არ არიან განებივრებული ქართველი ბავშვები. წარმოდგენილი მეთოდური მასალა მასწავლებლებს დაეხმარება, ჩრდილების თეატრის გამოყენებით მოსწავლეებთან ერთად შექმნან საგანმანათლებლო დანიშნულების ანიმაცია.
მასალის მიზანია, მოსწავლემ შეძლოს ტექსტის წაკითხვა-გაცნობა, სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა (ინტონაციით, ჟესტ-მიმიკით და ა.შ). მცირე ზომის მხატვრული ტექსტებისინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით. ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა. ასევე დააკვირდეს და აღწეროსჩრდილის წარმოქმნის მიზეზები და დააკავშიროს ის სინათლის სწორხაზოვან გავრცელებასთან, ზომა და ფორმა კი - სხეულსა და სინათლის წყაროს მანძილთან. მოიძიოს და მსგავსად შექმნას ან საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოადგინოს პიესის მიხედვით თეატრისთვის საჭირო პერსონაჟთა კონტურული გამოსახულებები. შექმნას მედიარესურსი.
გიტა თვალაბეიშვილი
Lesson 1: ანიმაცია ჩრდილების თეატრის გამოყენებით - ნაირა გელაშვილის „წინწკლებიანი მუსტანგის“ მიხედვით