Resource:

Georgian

პროექტის მიზნები: აღნიშნული პრობლემა კავშირშია ე.ს.გ.-თან, რადგან მოსწავლემ უნდა შეძლოს წაიკითხოს ტექსტი, გაიაზროს და შესაბამისი ინტონაციის გამოყენებით გაახმოვანოს ანიმაცია. ისწავლონ სწორად მეტყველება. ასევე შექმნას რესურსი.

მოსწავლეთა ინტერესების გაგების მიზნით ჩატარდა გამოკითხვა თუ რომელ ანიმაციებს, მულტფილმებს და ზღაპრებს კითხულობენ. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები ნაკლებად იცნობენ ქართულ ანიმაციებს, მულტფილმებსა და ზღაპრებს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მათი სიძველით, ნაკლებად ხელმისაწვდომობით ან ძველი გახმოვანებით. ეს უარყოფითად მოქმედებს ბავშვებზე, რადგან ხშირია, როცა ბავშვებს არ აქვთ გამართული მეტყველება, მდიდარი ლექსიკური მარაგი, უფრო მეტად საუბრობენ უცხოური ფრაზებით. ამიტომ სწორედ რომ დროული იყო ასეთი პროექტის გაკეთება, რათა მიგვეწვდინა საზოგადოებისთვის ახალი ინტერპრეტაციით გახმოვანებული ანიმაციები, რომელიც მარტივად ხელმისაწვდომი იქნებოდა მათთვის.

საზოგადოებასთან ინტეგრაცია საუკეთესო აღმოჩნდა პროექტის მიზნის მისაღწევად. იმისთვის, რომ მოსწავლეებს გაეგოთ როგორ იქმნება ანიმაცია და რა ეტაპებს გადის ის დასრულებამდე, მოეწყო მხატვარ-ანიმატორთან შეხვედრა, რომელიც ესაუბრა მათ როგორი იყო ძველად ანიმაცია და როგორია ის ახლა. შეადარეს და თავად გააკეთეს დასკვნა როგორი ცვლილება გაიარა ანიმაციამ წლების შემდეგ. ისაუბრეს თანამედროვე ტექნოლოგიების როლზე და აჩვენა თავისი შექმნილი ანიმაცია ,რომელიც სპეციალურ პროგრამაში შეიქმნა და მისი ნახვა შესაძლებელია მობილურ მოწყობილობაში.

სტუმრად მოვიწვიეთ მსახიობი,რომელიც მოსწავლეებს დაეხმარა სწორად მეტყველებასა და ინტონაციით წაკითხვაში. ეს გამოადგათ მათ ანიმაციების გახმოვანებაში.

რესურსების პრეზენტაცია მოეწყო სასკოლო ბიბლიოთეკაში, სადაც მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს ამ რესურსის მნიშვნელობაზე. იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მიზანი სრულად მიღწეული ყოფილიყო და მათთვის ინტერესი გაგვეღვივებინა ქართული ანიმაციების მიმართ, ის ჩავწერეთ დისკებზე და გადავეცით საჩუქრად როგორც ბიბლიოთეკას ,ასევე დაწყებითი კლასების პედაგოგებს. რესურსი აიტვირთა სოციალურ ქსელში და youtube-ზე, რათა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასთვის. 
მასწავლებლის სახელმძღვანელო