Resource:

ისტორია

პროექტის ავტორი - სსიპ დაბა კაზრეთის N1საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია მოსეშვილი

საზოგადოებაში მოძალებულია ოჯახური ძალადობის ფაქტები, დაკნინებულია ქალის როლი ოჯახსა და საზოგადებაში.ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან ქალები და ბავშვებიც. ხშირია ამ პრობლემის აღმოსაფხვრელი კამპანიები, თუმცა მაინც ილახება ქალის როლი ოჯახშიც და სახელმწიფოშიც.

მოსწავლეთა უმეტესობას უჭირს ლიტერატურულ ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემის გადატანა რეალურ ცხოვრებაში.ამას ემატებაც ისიც, რომ მე-10 კლასის მოსწავლეებს ნაკლებად აინტერესებთ ძველი ქართული ლიტერატურული ტექსტები და მათში წამოჭრილი პრობლემის გაგება-გააზრება ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტში.
აღნიშნული პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო ტექსტის უკეთ გაგება-გააზრებას, საკუთარი აზრის დასაბუთებას, ქალის როლის განსაზღვრას სახელმწიფო ორგანოსა და ოჯახში.ოჯახური ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის მოწყობას, საკუთარი უფლება-მოვალეობის გაცნობიერებას, პროექტში მონაწილეობას მიიღეს მე-10 ბ კლასის მოსწავლეებმა, მშობლებმა, მოწვეულმა სტუმრებმა.კომპანია ,,არემჯის“ თანამშრომლებმა, თემის წარმომადგენლებმა.
მოსწავლეების ერთი ნაწილი წერილობით შეუთანხმდა კომპანია ,,არემჯის“ წარმომადგენლებს და წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით გამოკითხეს კომპანიაში დასაქმებული 50 ქალი. ნაწილმა კი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გამოკითხა 50 ქალი.
ერთმა ჯგუფმა შეისწავლა საქართველოსა და მსოფლიოში გამოჩენილი ქალების ცხოვრება და მოღვაწეობა. მოსწავლეთა ნაწილმა შეისწავლა ქალთა უფლებებისა და დარღვევების ფაქტები.
ასევე მოიპოვეს ინფორმაცია ბოლნისის რაიონული სასამართლოდან ოჯახური ძალადობის ფაქტებზე სამოქალაქო დავების შესახებ.
მეთოდური მასალები
Lesson 1: მეთოდური მასალა ,,ქალის როლი ოჯახსა და საზოგადოებაში საზოგადებრივი საქმიანობით სწავლება