2017 წლის 11 თებერვალს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა კონფერენცია თემაზე ,,დემოკრატიული სკოლა და მედიაწიგნიერება 2017". კონფერენციას ესწრებოდნენ მასწავლებლები, მოსწავლეები, განათლების სპეციალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. (იხილეთ დღის წესრიგი)
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ვიდეო-ფილმის ,,მასწავლებლის პოლიტიკა საქართველოში“ პრეზენტაცია და დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია.
კონფერენციის ფარგლებში, მოწვეულმა პედაგოგებმა ჩაატარეს მათ მიერ მომზადებული მასალების პრეზენტაცია კრიტიკულ მედიაწიგნიერებაში (რესურსები იხილეთ ბმულზე), რის შემდეგაც მათ გადაეცათ სერტიფიკატები.
ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებული იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - კონფერენციაში მონაწილე, კონკურსში "უკეთესი განათლება საქართველოს ყველა ბავშვს" გამარჯვებული 11 მოსწავლის დაჯილდოება (საჩხერე, ქუთაისი, რუსთავი, გორი და თელავი), რომელთაც საჩუქრად გადაეცათ დაბეჭდილი პოსტერები, წიგნები და დიპლომები. კონკურსი გამოცხადებული იყო ,,კავკასიური ქსელი ბავშვებისთვის“ (CNC) ადვოკატირების პროგრამის ფარგლებში. პოსტერების სანახავად, დააჭრეთ აქ.
კონფერენციის მიწურულს, ჩატარდა დისკუსიები თემებზე:
-სტანდარტები და პროფესიული თავისუფლება (მოდერატორი თამარ მოსიაშვილი)
-როგორი უნდა იყოს განვითარებაზე ორიენტირებული სკოლა (მოდერატორი გიორგი გახელაძე)
კონფერენციაზე განხილულ თემებს თეზისის სახით შემოგთავაზებთ მომდევნო კვირის განმავლობაში.