სიახლეები

შეხვედრა თბილისის N81 საჯარო სკოლის პედაგოგებთან

ნოემბერი 11, 2015

2015 წლის 10 ნოემბერს, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, თამარ მოსიაშვილმა და სოფიო გორგოძემ შეხვედრა გამართეს თბილისის N81 საჯარო სკოლის პედაგოგებთან. თბილისის N81 საჯარო სკოლა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პარტნიორია პროექტის ,,მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო რესურსების შექმნა“ ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში პარტნიორი სკოლის პედაგოგები მოამზადებენ მასალებს მედიაწიგნიერებაში და მედიაწიგნიერების ვებპორტალის საშუალებით გაუზიარებენ კოლეგებს.

მედიაწიგნიერების ვებ-პორტალის მომზადება მალე დასრულდება და საგანმანათლებლო საზოგადოებას საშუალება ექმნება გაეცნოს საქართველოსა და უცხოეთში მომზადებულ მასალებს.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი მხარს უჭერს მედიაწიგნიერების დანერგვას ფორმალურ სივრცეში. ასევე, გვწამს, რომ მედიაწიგნიერების დანერგვა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
პროექტი დაფინანსებულია ,,ფონდი - ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ