ჩვენ შესახებ

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი 2005 წელს დაფუძნდა. მისი პრიორიტეტებია თავისუფალი მედიის მხარდაჭერა, განათლება, არჩევნები, ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობა.

მედიაწიგნიერება სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. 2014 წლიდან, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი მუშაობს მედიაწიგნიერების საკითხებზე. გამოცემულია ორი სახელმძღვანელო: „მედიაწიგნიერება“ და „მედიაწიგნიერება სკოლაში“; შექმნილია სამი ანიმაციური ვიდეორგოლი; თარგმნილია 14 ვიდეომასალა მედიაწიგნიერების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების შესახებ; შექმნილია ტრენინგ პროგრამა, რომლის ძირითადი მდგენელებია მედიაწიგნიერება, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება. ჩატარებულია ტრენინგები ამ პროგრამის მიხედვით. შექმნილია გზამკვლევი მასწავლებლებისთვის, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ მედიაწიგნიერების მიდგომის დანერგვა გაკვეთილებზე.

ზემოთ ჩამოთვლილი მასალები განთავსებულია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ვებ-გვერდზე: www.cdi.org.ge

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტებს ეკითხებათ საგანი „მედიაწიგნიერება“, რომელიც მომზადებულია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, განათლების სპეციალისტებთან და მასწავლებლებლებთან ერთად, აგრძელებს მედიაწიგნიერების რესურსების შექმნას და მრავალმხრივ საქმიანობას მედიაწიგნიერების მიდგომების უფრო ფართოდ დასანერგად საქართველოს სკოლებსა და უნივერსიტეტებში.