2015 წლის 6 ნოემბერს, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, თამარ მოსიაშვილმა და ია ანთაძემ შეხვედრა გამართეს ქუთაისის N14 საჯარო სკოლის პედაგოგებთან. ქუთაისის N14 საჯარო სკოლა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პარტნიორია პროექტის ,,მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო რესურსების შექმნა“ ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში პედაგოგები მოამზადებენ მასალებს მედიაწიგნიერებაში და მედიაწიგნიერების ვებპორტალის საშუალებით გაუზიარებენ კოლეგებს. მედიაწიგნიერების ვებ-პორტალის მომზადება მალე დასრულდება და საგანმანათლებლო საზოგადოებას საშუალება ექმნება გაეცნოს საქართველოსა და უცხოეთში მომზადებულ მასალებს.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი მხარს უჭერს მედიაწიგნიერების დანერგვას ფორმალურ სივრცეში. ასევე, გვწამს, რომ მედიაწიგნიერების დანერგვა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
პროექტი დაფინანსებულია ,,ფონდი - ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ