სიახლეები

შეხვედრა იტალიური სკოლა "ცისკარის" პედაგოგებთან

ნოემბერი 04, 2015

2015 წლის 3 ნოემბერს, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, თამარ მოსიაშვილმა, სოფიო გორგოძემ და ლია გაბისონიამ შეხვედრა გამართეს იტალიური სკოლა ,,ცისკარის“ პედაგოგებთან. სკოლა ,,ცისკარი“ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პარტნიორია პროექტის ,,მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო რესურსების შექმნა“ ფარგლებში.

სკოლა ,,ცისკარის“ პედაგოგები მოამზადებენ მასალებს მედიაწიგნიერებაში და მედიაწიგნიერების ვებპორტალის საშუალებით გაუზიარებენ კოლეგებს. მედიაწიგნიერების ვებ-პორტალის მომზადება მალე დასრულდება და საგანმანათლებლო საზოგადოებას საშუალება ექმნება გაეცნოს საქართველოსა და უცხოეთში მომზადებულ მასალებს. 

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი მხარს უჭერს მედიაწიგნიერების დანერგვას ფორმალურ სივრცეში. ასევე, გვწამს, რომ მედიაწიგნიერების დანერგვა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

პროექტი დაფინანსებულია ,,ფონდი - ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ.